The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ავალიშვილი

Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კონდოლი, თელავის რაიონი.

დაიბადა 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილის, 1924 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი თავადის დიმიტრი (ავალო) ავალიშვილის ოჯახში. 1914 წელს მიაბარეს თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელში. ნინო ავალიშვილის მოგონებები ილია ჭავჭავაძის, ოლღა გურამიშვილის და კოტე მარჯანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულია თელავის რაიონულ გაზეთში "ალაზნის განთიადი" (1990, №61, 103,105, 146, 147, 148, 149, 151), ხოლო მოგონებების ის ნაწილი, სადაც მოთხრობილია საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ, გამოქვეყნდა გაზეთში "სამშობლო" (1991, №15). ნინო ავალიშვილი XX საუკუნის პირველი მესამედის თელავის უტყუარი მემატიანე იყო. ექიმ სალომე ავალიშვილის და.

წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.60


Share: