Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მახარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. იმავე წელს დატოვეს კათედრაზე. კითხულობდა ლექციებს თეორიულ მექანიკაში, ელექტროტექნიკაში, ელექტრულ მანქანებში, ფიზიკაში, მაღალი ძაბვის ტექნიკასა და ავტომატიკაში. 1934-1939წწ. მუშაობდა "საქმთავარენერგოში" სადისპეტჩერო სამსახურის რეჟიმების ჯგუფის ხელმძღვანელად. მისი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით მუშავდებოდა ენერგოსისტემის მუშაობის ეფექტურობისა და მდგრადობის შემდგომი გაზრდის აქტუალური საკითხები. 30 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ელექტრული მანქანების კათედრის ხელმძღვანელი და 20 წლის განმავლობაში ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი. გამოზარდა ელექტროტექნიკოსთა ღირსეული თაობები. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 10 გამოგონებისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორი. დაჯილდოებულია მრავალი მედლით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.216-217 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |