Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ მახარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ვანის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელსადგურების, ქსელებისა და სისტემების სპეციალობით 1963 წელს. 1963-1966წწ. მუშაობდა ტყვარჩელსრესში, თბილსრესში მორიგე ინჟინრად; 1966 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ელსადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრის ასისტენტი; 1969-1972წწ. - ასპირანტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1986). გამოიკვლია ელექტრულ ქსელებში გრძივი და განივი ასიმეტრიის არსებობისას მიწაში დაინდუქცირებული დენების განაწილების კანონზომიერება და დაადგინა ელექტროგადამცემი ხაზების ელექტრული პარამეტრები სხვადასხვა მიმართულების დენების მიმართ. კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე წამყვან დისციპლინებში: ელექტრული ენერგიის გადაცემა და განაწილება, ენერგოსისტემის რეჟიმების მართვა და ოპტიმიზაცია, ელექტრული ქსელების დაპროექტება. 2004 წლიდან - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ელექტრული რეჟიმებისა და ენერგოსისტემის განვითარების განყოფილების უფროსი. აქტიურად მონაწილეობს რეგიონალური ინტეგრაციის ენერგეტიკული საკითხების გადაჭრაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სრული პროფესორი და ამავე ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.217-218 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |