The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ გუმილიოვი

ნიკოლოზ გუმილიოვი
Date of birth:8 April, 1886
Date of death:24 August, 1921  (at 35 years)
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. კრონშტანტი, რუსეთი.

ბავშვობა პეტერბურგში გაატარა; 1900 წელს გუმილიოვების ოჯახი თბილისში გადმოსახლდა უფროსი ვაჟიშვილის, დიმიტრის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; ნ. გუმილიოვი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-2 ვაჟთა გიმნაზიაში, ხოლო 1901 წლიდან თბილისის  ვაჟთა გიმნაზიაში; თბილისში გატარებულმა სამიოდე წელმა ბევრი რამ შესძინა ნ. გუმილიოვს: ახალი მეგობრები, საკუთარი თავის რწმენა, დამოუკიდებლობა და თავისუფლების  შეგრძნება. როდესაც გუმილიოვების ოჯახი ზაფხულის გასატარებლად რიაზანის გუბერნიაში გაემგზავრა ნ. გუმელიოვი მარტო დარჩა თბილისში; 1901 წელს გაზ. "ტიფლისკი ლისტოკში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი - "Я в лес бежал из городов...", რომელსაც ხელს აწერდა კ. გუმელიოვი. თბილისში წერდა ლექსებს საქართველოზე, მის ბუნებაზე; 1903 წელს ნ. გუმილიოვი ოჯახთან ერთად რუსეთში, ცარსკოე სელოში დაბრუნდა; 1906 წელს პოეტი პარიზში გაემგზავრა, სადაც ორი წელიწადი დაჰყო; საფრანგეთში გუმილიოვს ურთიერთობა ჰქონდა ფრანგ პოეტებთან და მხატვრებთან, საფრანგეთში პოეტი ისმენდა ლექციებს სორბონაში და საფუძვლიანად სწავლობდა ფრანგულ ლიტერატურას; 1908 წელს პოეტი ბრუნდება რუსეთში, როგორც უკვე ფორმულირებული პოეტი და კრიტიკოსი, კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა ინსტიტუტებში, თარგმნიდა ინგლისურ და ფრანგულ პოეზიას, გამოსცა რამდენიმე ლექსთა კრებული, მათ შორის საუკეთესო – "ცეცხლოვანი გოდოლი"; 1910 წელს პოეტი მონაწილეობას იღებს ჟურნალ "აპოლონის" დაარსებაში,  სადაც იგი 1917 წლამდე  უძღვებოდა რუბრიკას – "წერილები რუსულ პოეზიაზე"; 1910 წელს მან იქორწინა პოეტ ანა ახმატოვაზე; ნ. გუმილიოვმა არ მიიღო 1917 წლის ოქტომბრის რევოლიცია; 1921 წელს პოეტი ბოლშევიკებმა დააპატიმრეს, ბრალად დასდეს კონტრრევოლუციურ შეთქმულებაში მონაწილეობა და დახვრიტეს.

წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.71


Share: