Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო მესხი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მაკროეკონომიკის სპეციალობით 2002 წელს; ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის განხრით - 2005 წელს; 2003 წელს გაიარა სრული სასწავლო კურსი ფინანსურ აღრიცხვაში, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა კავშირში; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტურა, ეკონომიკის ფაკულტეტი 2013 წელს. 2001-2004წწ. მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში; 2004 წელს - უშიშროების სამინისტროს სამსახურის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2005-2006წწ. - საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სსიპ "განვითარებისა და რეფორმების ფონდის" სამეურვეო საბჭოს წევრი; 2006-2008წწ. - სსიპ "განვითარებისა და რეფორმების ფონდის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე; 2005-2007წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის უფროსი; 2007-2008წწ. - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, შემდეგ, მინისტრის პირველი მოადგილე; 2008-2010წწ. - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე; 2010-2015წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.227-228
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |