Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეონ ორბელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დარაჩიჩაგი, ნახიჩევანის მახლობლად, სომხეთი. დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1904 წელს. ლეონის მშობლები ქორწინების შემდეგ თბილისიდან ქ. ნახიჩევანში გადავიდნენ, რადგან აბგარ ორბელი იქ მოსამართლედ დანიშნეს, 1903 წელს კი სამუშაოდ ქუთაისში გადაიყვანეს, ხოლო 1989 წელს - თბილისში; ლეონ ორბელი საქართველოში 16 წელი ცხოვრობდა; 1889 წლიდან სწავლობდა თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიაში; 1918-1946წწ. იყო პიტერ ლესგაფთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფიზიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ი. პავლოვის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტისა (1936-1950) და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადეემიის ი. პავლოვის სახელობის ევოლუციური ფიზიოლოგიისა და უმაღლესი ნერვიული მოქმედების პათოლოგიის ინსტიტუტის (1939-1950) დირექტორი; 1956 წელს ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ი. სეჩენოვის სახელობის ევოლუციური ფიზიოლოგიის ინსტიტუტს. ფიზიოლოგი, ევოლუციური ფიზიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სამხედრო სამსახურის გენერალ-პოლკოვნიკი, უცხოეთის მეცნიერებათა აკადემიებისა და საზოგადოებათა საპატიო წევრი, მედიცინის მეცნიერებათო დოქტორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული ქონდა ი. პავლოვის სახელობის პრემია (1937). წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.203-205 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |