Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაალ მირცხულავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჰიდრავლიკის განყოფილებაში. 1988-1998წწ. - გაერთიანება "წყალმშენის" სისტემაში სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილე, მთავარი ინჟინერი, სამშენებლო სამმართველოს უფროსი, ტრესტ "იორ წყალმშენის" მმართველი, ლაკბეს და დალის მთის კაშხლების მშენებლობის უფროსი. 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა ჰიდროტექნიკური ნაგებობების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის ცენტრს - სს "დიანდჰეს"-ს, რომელიც საქართველოს მოქმედ და მშენებარე ჰესებზე, კაშხლებზე (ენგურჰესი, ჟინვალჰესი, ხრამჰესი, სიონის და ალგეთის გაშხლებზე) აწარმოებდა ინსტრუმენტალურ მონიტორინგს და ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის დიაგნოსტიკის სამუშაოებს. 2008 წლიდან - "თბილისის წყლის" ენერგეტიკული უზრუნვფელყოფის დეპარტამენტის უფროსი, ჟინვალჰესის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, არის 2 გამოგონების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1985). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.238
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |