Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გუსტავ რადე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დანციგი, პრუსია (ახლანდელი გდანსკი, პოლონეთი). დაამთავრა დანციგის პეტრე-პავლეს რეალური გიმნაზია. ბავშვობა პრუსიაში გაატარა. მუშაობდა პროვიზორის თანაშემწედ დანციგის ერთ-ერთ აფთიაქში; 1852 წლიდან ცხოვრობდა რუსეთში; 1863 წელს ჩამოვიდა თბილისში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა; თავდაპირველად იგი ობსერვატორიის თანამშრომელი იყო, ხოლო 1864 წლიდან რუსეთის მეფისნაცვლის დავალებით შეუდგა კავკასიის კვლევას. ბოტანიკური და ზოოლოგიური კვლევები ჩაატარა ამიერკავკასიის ყველა ნაწილში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიასა და კასპიის ზღვის რეგიონებში; 1867 წელს მისი უშუალო მონაწილეობით ხელმეორედ გაიხსნა კავკასიის მუზეუმი (1852 წელს დაარსდა თბილისში მწერალ ვ. სოლაგუბის ინიციატივით, დაიხურა 1864 წელს). ეს იყო პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმი რუსეთის იმპერიაში; გ. რადე სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ეთნოგრაფიულ მუზეუმს და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკას (1868-1903), რომლებიც მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთ კერა იყო საქართველოსა და ამიერკავკასიაში. მან ხელი შეუწყო თბილისის ჩამოყალიბებას კავკასიის სამეცნიერო ცენტრად. დიდია გ. რადეს დამსახურება კავკასიის ფიზიკურ-გეოგრაფიული აღმოჩენების სფეროში. მიღებული აქვს: "დემიდოვის პრემია", "დედოფალ ვიქტორიას ოქროს მედალი", "კონსტანტინეს მედალი". ბუნებისმეტყველი, მოგზაური, გეოგრაფი, ნატურალისტი და ეთნოგრაფი. წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ. 231; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა : ბიბლიოთეკის დირექტორები - გუსტავ რადე : nplg.gov.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |