The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი რომანოვი

გიორგი რომანოვი
Date of birth:27 April, 1871
Date of death:28 June, 1899  (at 28 years)
Burial location:პეტრე-პავლეს ტაძარი, სანქტ-პეტერბურგი
Category:Nobleman, Royalty

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცარსკოე სელო, რუსეთის იმპერია.

რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ვაჟი, ნიკოლოზ II-ის უმცროსი ძმა. ტუპერკულიოზით დაავადებულ გიორგი ალექსანდრეს ძეს ექიმებმა ურჩიეს მკურნალობა აბასთუმანში, რომელსაც იმ დროს, როგორც კურორტს, უკვე სახელი ჰქონდა განთქმული. ალექსანდრე III-მ, რომელიც ხვდებოდა, რომ ვაჟს კარგა ხანს მოუწევდა აბასთუმანში ცხოვრება, 1897 წელს შეიძინა აქ მიწის ნაკვეთი  და უფლისწული აბასთუმანში დასახლდა. გიორგი ალექსანდრეს ძემ საკუთარი სახსრებით ააშენა ხის საზაფხულო სასახლე, რომელსაც გემოვნებით გაფორმებული ინტერიერი და წითელი ხისგან დამზადებული ავეჯი ამშვენებდა. მალევე მისი ინიციატივით აიგო ზამთრის სასახლე. უფლისწულს ძალიან მოსწონდა აბასთუმანი და მისი შემოგარენი, ბევრს მოგზაურობდა სამხრეთ საქართველოში. მისი ინიციატივით აბასთუმნის ცენტრში 1898 წელს აშენდა წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესია (არქიტექტორი ო. სიმონსონი, მხატვარი მ. ნესტეროვი), რომელიც ახალი ზარზმის ეკლესიის სახელით არის ცნობილი. ბავშვობიდან ასტრონომიით გატაცებულმა უფლისწულმა 1892 წელს აბასთუმანში მიიწვია ცნობილი ასტრონომი ს. გლაზენაპი, რადგან აბასთუმნის ასტროკლიმატი უნიკალური გამოდგა ციურ სხეულებზე დაკვირვებისათვის. გიორგი ალექსანდრეს ძემ აქ ააგო იმპერიაში პირველი სამთო ასტრონომიული კოშკი, სადაც დაიდგა მცირე ზომის ტელესკოპი, კოშკს "გიორგისეული" უწოდეს და იგი 1892 წელს საზეიმოდ გაიხსნა. ამ სამთო ასტრონომიული კოშკის ბაზაზე 1932 წელს აშენდა საქვეყნოდ ცნობილი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია. 1899 წლის 28 ივნისს უფლისწული აბასთუმანში გარდაიცვალა.

წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ. 237-238


Share: