The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჰაინრიხ შარერი

Date of birth:1828
Date of death:1906  (at 78 years)
Category:Biologist

Biography

დაბადების ადგილი: გერმანია.

თბილისში ბერლინელი სწავლულის, კარლ კოჰის რეკომენდაციით მოიწვიეს. მან შეიმუშავა ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე ალექსანდრეს ბაღის მოწყობის გეგმა. ბაღი საზეიმოდ გაიხსნა 1863 წელს. დიდი დაგეგმარებითი და ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგ ეს იყო ევროპული სტილის პირველი დასასვენებელი პარკი თბილისში. ჰ. შარერი იყო არა მხოლოდ ლანდშაფტის არქიტექტორი, არამედ იგი იკვლევდა სასარგებლო მცენარეებს მიწათმოქმედების, მებოსტნეობისა და მეღვინეობის დარგების გასანვითარებლად. 1861 წლიდან ჰ. შერარი ხელმძღვანელობდა ბოტანიკურ ბაღს, რომლის ტერიტორიაზეც მან 1871 წელს ააგო მებაღეობის შენობა. შარერმა მოგვიანებით სათბურები ააშენა და დაიწყო საქართველოში მანამდე უცნობი დეკორატიული მცენარეების მოშენება. 1886 წელს გაიხსნა ბოტანიკის მუზეუმი, ხოლო ბოტანიკური ბაღი საბოლოოდ გადაკეთდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად. გერმსნელი ბოტანიკოსი, ლანდშაფტის დიზაინერი.

წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.303


Share: