The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ნაკაშიძე

ილია ნაკაშიძე
დაბადების თარიღი:1936  (89 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1960 წელს.

1950-1964წწ. მუშაობდა თბილისის საავიაციო ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგის, ცენტრალური ლაბორატორიის წამყვანი ინჟინრის და ლაბორატორიის უფროსის თანამდებობებზე; 1964-1966წწ. - მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენის" ახალი ტექნიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი და ელექტროშემდუღი მოწყობილობების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალის ავტომატური მოწყობილობებისა და კვების წყაროების განყოფილების უფროსის მოადგილე; 1967 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის ასისტენტი; 1968-1970წწ. - ასპირანტი; ასპირანტურის დამთავრების შემდეგ გააგრძელა მუშაობა იმავე კათედრაზე; 1980-2006წწ. - კათედრის უფროსი მასწავლებელი. კათედრაზე მუშაობის პერიოდში კითხულობდა ლექციებს ზოგადი ელექტროექნიკის, ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლებისა და ელექტრული წრედების თეორიის დისციპლინებში; 1997-1999წწ. შეთავსებით მუშაობდა "საქენერგოს" რეჟიმების სამსახურში და ტექნიკურ სამმართველოში; 1999 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და დეპარტამენტის დირექტორი, შემდეგ დეპარტამენტის ტექნიკური სამმართველოს უფროსი. მისი მოღვაწეობის თემატიკა მოიცავს ელექტროტექნოლოგიურ დანადგარებში ელექტრომაგნიტური პროცესების, ელექტრული ქსელების რეჟიმების მიმართულებებს და ელექტროტექნიკური დისციპლინების სწავლების მეთოდიკის საკითხებს.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.259-260

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: