The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ნამგალაძე

დიმიტრი ნამგალაძე
დაბადების თარიღი:21 ოქტომბერი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით "თეორული ფიზიკა" 1970 წელს.

1970-1921წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი; 1999-2019წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისია, ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი, მრჩეველი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი. კითხულობს ლექციების კურსს ნავთობგაზსადენების ექსპლუატაციაში, ჰიდრავლიკაში, ჰიდროგაზოდინამიკაში, ჰიდრომანქანების პროფილირებაში. მისი საინჟინრო და სამეცნიერო კვლევების სფეროა: მაგისტრალური ნავთობ და გაზსადენების საიმედოობისა და ეფექტურობის ამაღლება - ოპტიმალური რეჟიმების გაანგარიშება; დაუმყარებელი პროცესების, მათ შორის, ჰიდრავლიკური დარტყმის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა გრძელ მილსადენებში და სატუმბ სადგურებზე; გაზგამანაწილებელ ქესელებში ოპტიმალური რეჟიმების გაანგარიშება; წნევის უეცარი აწევის საწინააღმდეგო მოწყობილობების ორიგინალური კონსტრუქციების შემუშავება, მათი ჰიდრავლიკური და გეომეტრიული პარამეტრების განსაზღვრა; მაგისტრალური მილსადენების გაანგარიშება სიმტკიცეზე; მაგისტრალურ ნავთობ და გაზსადენებთან დაკავშირებული ეკოლოგიური ამოცანები; თავისუფალი ჭავლების კვლევა. ხელმძღვანელობს სკანდადიტო და სადოქტორო დისერტაციებს (20 დასახელება), ორი სახელმძღვანელოს და ხუთი მეთოდური მითითების ავტორი. აქვს ერთი საავტორო მოწმობა (1997წ.). გავლილი აქვს ტრენინგი აშშ-ის მიჩიგანის შტატის მარეგულირებელ კომისიაში და დსთ-ს და აღმოსვლეთ ევროპის მარეგულირებელი კომისიების საერთაშორისო ასოციაციის სემინარებზე რუმინეთში. ჟურნალების "ენერგია" და "საქართველოს ნავთობი და გაზი" რედკოლეგის წევრი, მრავალი პროექტის ექსპერტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1975), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1987), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.261; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეცნიერთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • მილსადენების საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი
  • ჰიდრავლიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (IAHR) ნაციონალური კომიტეტი, ვიცეპ-რეზიდენტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: