Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი ნამგალაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით "თეორული ფიზიკა" 1970 წელს. 1970-1921წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი; 1999-2019წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისია, ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი, მრჩეველი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი. კითხულობს ლექციების კურსს ნავთობგაზსადენების ექსპლუატაციაში, ჰიდრავლიკაში, ჰიდროგაზოდინამიკაში, ჰიდრომანქანების პროფილირებაში. მისი საინჟინრო და სამეცნიერო კვლევების სფეროა: მაგისტრალური ნავთობ და გაზსადენების საიმედოობისა და ეფექტურობის ამაღლება - ოპტიმალური რეჟიმების გაანგარიშება; დაუმყარებელი პროცესების, მათ შორის, ჰიდრავლიკური დარტყმის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა გრძელ მილსადენებში და სატუმბ სადგურებზე; გაზგამანაწილებელ ქესელებში ოპტიმალური რეჟიმების გაანგარიშება; წნევის უეცარი აწევის საწინააღმდეგო მოწყობილობების ორიგინალური კონსტრუქციების შემუშავება, მათი ჰიდრავლიკური და გეომეტრიული პარამეტრების განსაზღვრა; მაგისტრალური მილსადენების გაანგარიშება სიმტკიცეზე; მაგისტრალურ ნავთობ და გაზსადენებთან დაკავშირებული ეკოლოგიური ამოცანები; თავისუფალი ჭავლების კვლევა. ხელმძღვანელობს სკანდადიტო და სადოქტორო დისერტაციებს (20 დასახელება), ორი სახელმძღვანელოს და ხუთი მეთოდური მითითების ავტორი. აქვს ერთი საავტორო მოწმობა (1997წ.). გავლილი აქვს ტრენინგი აშშ-ის მიჩიგანის შტატის მარეგულირებელ კომისიაში და დსთ-ს და აღმოსვლეთ ევროპის მარეგულირებელი კომისიების საერთაშორისო ასოციაციის სემინარებზე რუმინეთში. ჟურნალების "ენერგია" და "საქართველოს ნავთობი და გაზი" რედკოლეგის წევრი, მრავალი პროექტის ექსპერტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1975), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1987), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.261; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |