The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ ქაცარავა

რამაზ ქაცარავა
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1966 წელს; მოსკოვის დ.ი. მენდელეევის სახ. ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა 1971 წელს.

1966 წელს საქართველოს პ. მელიქიშვილის სახ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1970-1973წწ. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ა. ნ. ნესმეიანოვის სახ. ელემენტორგანულ ნაერთთა ინსტიტუტი (ИНЭОС) უმცროსი მეცნნიერ თანამშრომელი; 1974-1986წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნნიერ თანამშრომელი; 1986-1998წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი; 1998 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოტექნოლოგიისა და ბიოინჟინერიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი; 2002 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროცესებისა და აპარატების და ზოგადი ქიმიური ტექნოლოგიის კათედრის გამგე; 2009 წლიდან – ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო პოლიმერული მასალების ინსტიტუტის დირექტორი; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (1971 წელი, მოსკოვი), ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1988 წელი, მოსკოვი), პროფესორი. დაჯილდოებულია ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციის (WIPO) ოქროს მედლით. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და გეოლოგიის ფაკულტეტის ვებგვერდი: gtu.ge; თავისუფალი უნივერსიტეტის ვებგვერდი: freeuni.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • European Tissue Culture Society, წევრი
  • ამერიკის ქიმიური საზოგადოება, წევრი
  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მაღალმოლეკულურ ნაერთთა სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი
  • საქართველოს ქიმიური საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: