Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვსევოლოდ ნასბერგი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით 1932 წელს. 1936-1940წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1940 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1946). 1946 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1967 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ფილტრაციული გამოკვლევების ლაბორატორიას; იყო დარგის აღიარებული სპეციალისტი; მისი რეკომენტაციები ფილტრაციის საკითხებში საფუძვლად დაედო საპროექტო გადაწყვეტილებებს მრავალი ჰესისათვის, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. იკვლევდა მრავალჭებიან ფილტრაციულ სისტემებს, გრუნტის წყლების დონის დაწევის საშუალებებს, ფილტრაციულ მოვლენებს გვირაბის მოკეთებებში და სადრენაჟო სისტემებში. მიღებული ჰქონდა 200-მდე საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. მისი გამოგონებების ნაწილი დაინერგა ნურეკის, ენგურის, ტაშკუმირის, ბუხტარმისა და სხვა ჰიდრონაგებობების მშენებლობაზე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.263
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |