Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის ოვვიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით ნავთობისა და აირის საბადოთა ექსპლუატაციის ინჟინერი 1956 წელს. 1956-1958წწ. მუშაობდა უზბეკეთის და ტაჯიკეთის ნავთობის საძიებო უბნების და ნავთობის საბადოების ჭაბურღილებიდან ნავთობის მოპოვების ოპერატორად, ოსტატის მოადგილედ, ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უფროს ინჟინრად და სარეწაოს სექტორის უფროსად; 1958-1978წწ. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნავთობის საძიებო უბნებზე და ნავთობის საბადოებზე ჭაბურღილების კვლევის, ათვისების და კაპიტალური რემონტის ოსტატად, უფროს ინჟინრად; კაროტაჟულ ტამპონაჟურ ექსპედიციაში და საძიებო ჭაბურღილების ათვისების კანტორაში ფენის გამომცდელების გამოყენების უფროს ინჟინრად, ფენის ჰიდროგახლეჩვის და მარილმჟავით დამუშავების ჯგუფების და საამქროს უფროსად; "ნავთობსამეცნიეროს" ჭაბურღილების კვლევის, ათვისების და დამთავრების ჯგუფის ხელმძღვანელად; გაერთიანება "საქნავთობის" ბურღვის, მოპოვების და ტექნიკური განყოფილებების უფროსის მოადგილედ; 1978-1981წწ. ალჟირის უდიდესი ნავთობის საბადოს "ხასსი მესაუდ"-ის ჭაბურღილების ათვისების და კაპიტალური რემონტის უფროს ინჟინერ-ექსპერტად; 1981-2005წწ. მუშაობდა შპს "ნავთობსამეცნიეროს" მთავარ ინჟინრად, გენერალური დირექტორის მოადგილედ. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.275 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |