The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ერეკლე საღლიანი

ერეკლე საღლიანი
Date of birth:15 May, 1956  (68 years)
Category:Historian, Translator, Actor/Actress, Writer, Poet, Publicist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბეჩო, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი.

1979 წელს მუშაობდა მესტიის არქოლოგიურ ექსპედიციაში, შემდგომ წლებში მუშაობა განაგრძო ჯანაშიას სახელობის მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიის მუზეუმში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; მუშაობდა "რაინდთა სკოლაში" მასწავლებლად, ბიზნეს სკოლაში, ტელევიზია "ობიექტივის" წამყვანად; მონაწილეობას იღებდა აფხაზეთში განვითარებულ ქართველთა და აფხაზთა შორის დაპირისირებისა და სისხლის ღვრის ასაცილებლად. იგი ერთ-ერთი დამფუძნებელია საზოგადოება "შუმერის" და არჩეულია ფაზისის აკადემიის საპატიო წევრად; იყო დამფუძნებელი და რედაქტორი ჟურნალებისა "ხატაურა" და "ზედაშე". პირველი ლექსი ("ენგური") გამოაქვეყნა ჟურნალ "პიონერში" (1967); ავტორია პოეტური კრებულებისა: "უსათაურო", "რაშოუდა" (2011), "შამარირა" (2016). ქართულად თარგმნილი აქვს ფედერიკო გარსია ლორკას, სერგეი ესენინის, უილიამ ფროსტის ლექსები. 

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.333; არმური: armuri.georgianforum.com

Member of Organizations

  • ფაზისის აკადემია, საპატიო წევრი

Share: