Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯანიკო ხუნწარია![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი 1971 წელს; საკავშირო კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკური დაუსწრებელი ინსტიტუტის ასპირანტურა 1987 წელს. 1971-1982წწ. კავშირგაბმულობის ფაკულტეტის მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის ასისტენტი; 1982-1987წწ. კავშირგაბმულობის ფაკულტეტის მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1987-1990წწ. კავშირგაბმულობის ფაკულტეტის მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის დოცენტი; 1989-1997წწ. კავშირგაბმულობის ფაკულტეტის მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის გამგე, პროფესორი; 1997-1999 წწ. შპს "ჯეოსელის" გენერალური დირექტორი; 1997-2000წწ. შპს "ჯეოსელის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 1998-2006 წწ. ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ტელეკომუნიკაციის კათედრის გამგე, სრული პროფესორი; 2006-2012წწ. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ტელეკომუნიკაციის თეორიისა და სისტემების სასწავლო–სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 2012-2015წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სათათბირო ორგანოს - ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს წევრი; 2014-2019წწ. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ტელეკომუნიკაიის დეპარტამენტის პროფესორი; ტელეკომუნიკაციის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ხელმძღვანელი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიტატი (14. 01 1987). გამოქვეყნებული აქვს 173 შრომა, მათ შორის 74 სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო და მეთოდური ლიტერატურა, 42 სტატია, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე გაკეთებული მოხსენებების შესაბამისი 43 პუბლიკაცია, 10 გამოგონება და სხვ. წყარო: საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |