Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან მარგიანი-სუბარი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიური ენების მიმართულებით 1978 წელს; ასპირანტურა საქ. მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში კავკასიური ენების განხრით, იკვლევდა ყაბარდოულ ენას აკად. ქ. ლომთათიძის ხელმძღვანელობით, საკვლევი თემა - "ყაბარდოული ფენა სვანურ ენაში" 1988 წელს. 1978 წელს მუშაობა დაიწყო კავკასიური ენების კათედრაზე ლაბორანტად; პარალელურად მუშაობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში" (შემდგომში "საქართველო") რედაქტორა; 1989 წელს ჯავახეთის დუხობორებისგან დაცლილ სოფლებში ახლად ჩასახლებული ქართველების დამაგრების ხელშეწყობის მიზნით ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ნინოწმინდის რაიონის (მაშიდელი ბოგდანოვკა) სოფელ სამებაში (მაშინდელი კალინინო) და სათავეში ჩაუდგა ახლადგახსნილ ქართულ საშუალო სკოლას; თბილისში დაბრუნების შემდეგ სამეცნიერო მუშაობა გააგრძელა ქართველოლოგიაში, 2008 წელს დაამთავრა დოქტურანტურა, დაიცვა აკადემიური ხარისხი; გამოქვეყნებული აქვს 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი, არის ორი მონოგრაფიის ავტორი და ოთხი მონოგრაფიის თანაავტორი; მონაწილეობა მიღებული აქვს 60-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზემოსვანურ დიალექტთა მორფოსინტაქსური ანალიზის ზოგი ასპექტი", დაიცვა 2008 წელს. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |