Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ საღლიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცხუმარი, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. 1960 წელს მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში; 1967-1970წწ. მოიპოვა რესპუბლიკურ და საკავშირო საიუბილეო ფესტივალებზე ლაურეატის წოდება. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა და მის ნამუშევრებს მიღებული აქვს 5 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი. მისი 150-მდე ნამუშევარი დაცულია მესტიის ეთნოგრაფიულ და თბილისის ღია ცისქვეშ მოწყობილ თეატრალურ მუზეუმში. ორი ნამუშევარი კი დაცულია სირიის დედაქალაქ დამასკოსა და დრეზდენის მუზეუმში. მის მიერ შესრულებული სვანური ავეჯის კომპლექტი დგას დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის სამეფო რეზიდენციაში. გადაღებულია კინოფილმში, როგორც ხეზე კვეთის საუკეთესო ოსტატი. მის მიერ არის შესრულებული ქ. თბილისში სამების საკათედრო ტაძრის მარცხენა შემოსასვლელი კარები, ამაღლების ტაძრის შესასვლელი კარი, საბურთალოს პანთეონში თ. გაზდელიანის მიერ აშენებული აღმოსავლეთიდან შესასვლელი კარი და საქართველოს პატრიარქის ილია მეორის საკარცხული, რომელიც დგას პატრიარქის რეზიდენციაში. 2000-ზე მეტი ნამუშევარი აქვს შესრულებული, რომელიც ამშვენებს სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციონერთა გალერეიებს. ავტორია უამრავი ჯვარ-ხატებისა, მიტროპოლიტთა კვერთხისა, ამბიონებისა და სხვადასხვა სარიტუალო ნივთების. იყო არა ერთი ისტორიული მონოგრაფიის ავტორი, წერდა ლექსებს, რომელიც იბეჭდებოდა პერიოდულ გამოცემებში. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.336; facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |