The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა რაზმაძე

შოთა რაზმაძე
Date of birth:1918
Date of death:1972  (at 54 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი და დატოვებულ იქნა სამრეწველო საწარმოთა ელექტრომომარაგების კათედრაზე ასისტენტად.

ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1952). 1954 წელს მიიღო დოცენტის წოდება. მისი სადოქტორო დისერტაცია აღიარებული იყო როგორც ფუნდამენტური ნაშრომი დენის გარდაქმნის თეორიაში. არის ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, შვიდი სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით 1963 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა სამრეწველო ელექტრონიკის კათედრა. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და დაცულია ცხრა საკანდიდატო დისერტაცია. წლების მანძილზე იყო საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის და ელექტრონიკის ფაკულტეტის დეკანი, სამრეწველო ელექტრონიკის კათედრის გამგე, მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.286-287

Bibliography


Share: