Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ყარალაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. 1982-1991წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების განყოფილების უფროსის მოადგილე, მე-2 ევროპული დეპარტამენტის მეორე მდივანი, პირველი მდივანი, დსთ-ს დეპარტამენტის ორმხრივ ურთიერთობათა სამმართველოს უფროსის მოადგილე, უფროსი; 1998-2002წწ. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 2002-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მე-2 ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რუსეთის დეპარტამენტის დირექტორი; 2004-2007წწ. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 2007-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის რუსეთის სამმართველოს უფროსი, რუსეთის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; 2014-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში; 2018 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.162 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |