შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაიოზ როსებაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით 1949 წელს. მუშაობა დაიწყო ქ. სტალინგრადში ნავთობისა და გაზის საძიებო ტრესტის ბურღვის კანტორაში უბნის ინჟინრად, ორი წლის შემდეგ - გეოლოგად. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობისას უშუალო მონაწილე იყო რამოდენიმე დიდი ნავთობის საბადოს გახსნისას. 1955-1956წწ. სწავლობდა ქ. მოსკოვში ნავთობისა და გაზის მრეწველობის აკადემიაში. 1958 წელს მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქნავთობში" გეოლოგიური განყოფილების უფროსად; 1965-1975წწ. - ტრესტ "საქნავთობის" სპეციალიზირებული კანტორის დირექტორად; 1975-1985წწ. "საქბურგეოთერმიის" სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1985-1991წწ. სამმართველოს უფროსად; 1992-1994წწ. სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს მრჩევლად; სამინისტროს გაუქმების შემდეგ, 1994 წლიდან - დეპარტამენტ "საქგაზის" ტექნიკური განყოფილების წამყვან სპეციალისტად. 1975 წელს მიენიჭა ნავთობისა და გაზის მრეწველობის სამინისტროს "წარჩინებული მუშაკის წოდება". წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.289-290 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |