Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკიფორე სამინავა![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1956 წელს. მუშაობდა ქ. ნოვოკუზნეცკში; 1958 წლიდან - "საქმთავარენერგო", ინჟინერ-ნორმადარი, სარელეო დაცვის სამსახურის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, სამსახურის უფროსი, 1-ლი საქსელო რაიონის უფროსი; 1975-1986წწ. - ცხაკაიას ელექტროქსელის მთავარი ინჟინერი. გარდაცვალებამდე, უკანასკნელი წლის განმავლობაში იყო ცხაკაიას ელექტროქსელის დირექტორი. 1966-1979წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფოთის საღამოს განყოფილებაში უფროს მასწავლებლად, კითხულობდა ლექციების კურსს ელექტროტექნიკის თეორიულ საფუძვლებში. მისი ხელმძღვანელობით ცხაკაიას ელექტროქსელს არაერთხელ დაუკავებია საპრიზო ადგილები 35 კვ და ზევით ძაბვის ქსელის ელექტრომონტიორების რესპუბლიკურ და საკავშირო დათვალიერება-კონკურსებში. დაჯილდოებული იყო სამკერდე ნიშნებით "ენერგეტიკის ფრიადოსანი" და "გოელროს 60 წლისთავი". წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.296 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |