Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერი სანიკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, მარგი წიაღისეულის საბადოთა დაზვერვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის სპეციალობით 1871 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია. 1971 წელს დაიწყო მუშაობა ტაჯიკეთის გეოლოგიურ სამმართველოში ნავთობსაძიებო ჭაბურღილზე მბურღავის თანაშმწედ; 1972-1999წწ. მუშაობდა "საქნავთობის" სისტემაში ბურღვის ოსტატის თანაშემწედ, ბურღვის ოსტატად, ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, უფროს ინჟინრად, განყოფილების უფროსად, ნავთობმომპოვებელი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სატამპონაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, საწარმოო მომსახურების ცენტრალური ბაზის უფროსად, შპს "ნავთობსერვისის" მთავარ ინჟინრად, დასავლეთ საქართველოს ღრმა საძიებო ბურღვის სამმართველოს უფროსად, ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოს უფროსად; 1999-2000წწ. - ქართულ-ამერიკულ ერთობლივ საწარმო "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილე; 2000 წელს ქართულ-შვეიცარული საწარმო შპს "იორის ველში" კომერციული დირექტორის მოადგილე; 2000-2004წწ. - ქართულ-გერმანულ საწარმო "გეორგეროილ სერვისის" წარმოების დირექტორი; 2004-2005წწ. - "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოს" სუფსის უბნის ინჟინერი; 2007 წლიდან - სს "თელეთის ნავთობის კომპანიის" წარმოების მართვის და მონიტორინგის განყოფილების უფროსი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.299
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |