Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბაია კვიციანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ხელოვნებათმოცდნეობა და სოცილური მეცნიერებების სპეციალობით 2007 წელს;2014 წელს რიჯენთსის უნივერსიტეტში ლონდონის ევროპის ბიზნეს სკოლის მიერ მიენიჭა მაგისტრის ხარისხი (MA) მენეჯმენტში ადამიანური რესურსების განხრით (European Business School (EBS), Regents University, London, UK). 2007-2008წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2010-2011წწ. იყო თბილისის მე-9 საჯარო სკოლის ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი; 2010-2011წწ. მუშაობდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპეციალისტად; 2016 წელს ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტად; 2016-2018წწ. მოდის სახლის შპს "დალოოდი" - გენერალურ დირექტორად; 2018-2019წწ. არის ბრიტანეთის საბჭო (British Council) - დიდი ბრიტანეთის / საქართველოს სეზონი 2019: ახალი ჰორიზონტი, ახალგაზრდული ბორდის წევრი; 2020 წლიდან მულტიდისციპლინარული ხელოვნების მენეჯმენტის პლატფორმა "ედუკოს" დამფუძნებელი / არტ მენეჯერი, პლატფორმა მხარს უჭერს სახელოვნებო ინოვაციასა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას; 2021 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2024 წლის 30 ნოემბრიდან დაინიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: mes.gov.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |