Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ჯაოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1997-1999წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მრჩეველი; 1999-2004წწ. ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში ეკავა ატაშეს, მესამე, მეორე და პირველი მდივნის თანამდებობები, შემდგომში − საკონსულო სამსახურის უფროსი; 2004-2008წწ. საფრანგეთში საქართველოს საელჩოში ეკავა უფროსი მრჩევლისა და საკონსულო სამსახურის უფროსის თანამდებობები; 2012 წელს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2018 წელს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი. 2008-2012წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში; 2012-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში აკრედიტებული ჯიბუტის რესპუბლიკაში, სეიშელის რესპუბლიკაში, სომალის ფედერაციულ რესპუბლიკასა და კენიის რესპუბლიკაში; 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში აკრედიტებული ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 194
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |