The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან ფუტკარაძე

ვალერიან ფუტკარაძე
Date of birth:10 October, 1954  (70 years)
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დღვანი, შუახევის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი 1975 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1987 წელს.

სწავლის დასრულების შემდეგ განაწილებით ნოვოროსიისკის საზღვაო სანაოსნოს მცურავ შემადგენლობაში მოხვდა და წლების მანძილზე გემბანის მატროსად ცურავდა ამ სანაოსნოს არაერთ გემზე; 1988 წელს სამშობლოში დაბრუნდა და შორეული ნაოსნობის კაპიტნის თანაშემწედ პროფესიული საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე გააგრძელა; მომდევნო წლებში გაიარა საზღვაო შტურმანობის ყველა საფეხური, იყო კაპიტნის მეოთხე, მესამე, მეორე და უფროსი თანაშემწე, 1998 წელს კი იგი თავად დაამტკიცეს შორეული ნაოსნობის კაპიტნად; კონტრაქტის საფუძველზე კაპიტნად საქმიანობდა ცნობილი უცხოური სანაოსნო კომპანიების: «COLUMBIA  SHIPMANAGEMENT»-ის, «V. SHIPS»-ის, «BERNHARD SCHULTE»-სა და სხვათა გემებზე. მოქმედი შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: