The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ სოლომონია

ოთარ სოლომონია
Date of birth:1927
Date of death:2005  (at 78 years)
Category:Public official, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1953 წელს მუშაობა დაიწყო იმავე ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. მის მიერ შემოთავაზებული მათემატიკური მოდელი გამოყენებული იყო ხუდონის, მინაძისა და ნამახვანის ჰესების დაგეგმარებისას. პირველმა დაამუშავა წყალსაცავების ფუნქციონირების მათემატიკური მოდელი. 1970 წელს დაიწყო გამოკვლევები საქართველოს მცირე ჰესების ავტომატიზაციის საკითხებში, შექმნა მეცნიერული სკოლა წყალენერგეტიკული ობიექტების ოპტიმალური დაგეგმარებისა და მართვის თეორიაში. მისი ხელმძღანელობით დაცული იქნა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. გამოაქვეყნა 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ესპანეთში, იუგოსლავიაში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში. მისი მონაწილეობით შესრულებულ ნაშრომს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების კონცეფცია" 1992 წელს მიენიჭა საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრემია. ხელმძღვანელობდა აშშ-ის მიერ დაფინანსებულ თემას "საქართველოს მდინარეების ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალის კადასტრი", რომელიც გამოიცა 2006 წელს. 1971 წლიდან ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ჰიდროენერგეტიკული კვლევების განყოფილებას. წლების განმავლობაში იყო ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. ჩამოაყალიბა მეცნიერული სკოლა ჩვენს ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის განვითარების პრინციპების გათვალისწინებით. ტენიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1955), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1968).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.307-308

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი

Bibliography


Share: