შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეილა ურუშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "ელექტროსადგურები, ქსელები და სისტემები" 1961 წელს. მუშაობა დაიწყო ყაზახეთში ალმა-ატის თბოელექტროსადგურში. 1962 წლიდან მუშაობდა "საქკვებმრეწვის" საპროექტო ინსტიტუტში ინჟინრად. იმავე წელს გადავიდა სამუშაოდ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ ინჟინრის, უფროსი ინჟინრის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე. 1971 წელს დაამთავრა ასპირანტურა. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1984). 2004 წლიდან აკადემიური დოქტორი. მის საქმიანობას განეკუთვნება მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი ტექნიკის ბაზაზე ელექტროსისტემის ოპტიმალური დაგეგმარება-დაპროექტება და ენერგეტიკის ეკოლოგიური პრობლემები, მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების რთულ და მთაგორიან ტრასებზე ანძათა განლაგების ავტომატიზებული დაპროექტების მეთოდი, რომელიც საკავშირო ინსტიტუტმა "ენერგოქსელპროექტმა" სახელმწიფო პროგრამაში "ავტომატიზებული დაპროექტების სისტემების" ძირითად ბლოკში, "ელექტროგადამცემი ხაზების ავტომატიზებული სისტემა" (ACR-35-500კვ) შეიტანა, როგორც ერთ-ერთი რგოლი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო დონის სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში, შესრულებული აქვს ოპტიმალური დაპროექტების შესახებ 22, ხოლო ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემებზე 25-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი. დაჯილდოებულია ენერგეტიკის საკავშირო სამინისტორის საპატიო სიგელით, დარგში თავდადებული მუშაობისათვის. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2007 წელს გამოეცხადა მადლობა. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.320
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |