The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბიჭიკო ბერძენიშვილი

ბიჭიკო ბერძენიშვილი
Legal name:დიმიტრი ბერძენიშვილი
Date of birth:1912
Date of death:1985  (at 73 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1935 წელს.

სწავლის დამთავრებისთანავე  იგი იწყებს მუშაობას დამდგმელ მხატვრად კინოსტუდიაში და პედაგოგად სამხატვრო სასწავლებელში; 1936-1938წწ. აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის მხატვართა კავშირის განყოფილების ჩამოყალიბების საქმეში; 1938 წლიდან ბრუნდება კინოსტუდიაში და დამდგმელ მხატვრად იწყებს მუშაობას; სამი ათეული წლის მანძილზე მის მიერ შექმნილია არაერთი დღეს ცნობილი მხატვრული, სამეცნიერო - პოპულარული და დოკუმენტური ქართული ფილმი, მათ შორის: "აკაკის აკვანი", "ოქროს ბილიკი"; 1969-1973წწ. იყო ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებლის დირექტორის მოადგილე; მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. დაჯილდოებული იყო მთავრობის ჯილდოებით. ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი.

წყარო: დიმიტრი იოსების ძე ბერძენიშვილი : მხატვარი. 1912 - 1985. ნეკროლოგი // თბილისი. - თბ., 1985. - 21 მარტი.- გვ.4

Member of Organizations

  • სკკპ, წევრი (1946-)
  • სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1960-)

Share: