Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ფერაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1945 წელს. 1946 წელს დაიწყო მუშაობა ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" და მონაწილეობდა ცალკეული ობიექტების დაპროექტებაში. 1974 წლიდან იყო "თბილჰიდროპროექტის" ელექტროტექნიკური განყოფილების უფროსი. 1968-1998წწ. ხელმძღვანელობდა ენგურჰესის, ვარციხეჰესის, ჟინვალჰესის კომპლექსური ჰიდროკვანძის და სხვა ობიექტების პროექტების ტექნიკური ნაწილის დამუშავებას. მისმა მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ჰიდროენერგორესურსების ათვისებასა და ჰიდროენერგეტიკის განვითარების საქმეში. მიღებული ჰქონდა საკავშირო და რესპუბლიკის მთავრობის ჯილდოები და სიგელები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.325 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |