Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიანა ქანდარია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1962 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. მუშაობა დაიწყო "საქმთავარენერგოში" დისპეტჩერად; 1963 წლიდან - რეჟიმების სამსახურში ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, გამოთვლითი ტექნიკის სექტორის უფროსად. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ენერგოსისტემის რეჟიმების მართვა და ოპტიმიზაცია; ენერგოსისტემის ყველა ობიექტზე ენერგოსისტემის სახასიათო დღეებში (ზამთრის მაქსიმალური და ზაფხულის მინიმალური) ფაქტიური დატვირთვების, ძაბვის მნიშვნელობების ჩვენებების მრიცხველების მიხედვით აღების ორგანიზება, დამუშავება და ელექტრული სქემის შედგენა. მან პირველმა დანერგა გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებით ენერგოსისტემის ნორმალური რეჟიმის, სტატიკური და დინამიკური მდგრადობის პროგრამები. გაიარა ხელმძღვანელი მუშაკების და სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები მოსკოვში, ლენინგრადსა და კიევში, სწავლება ენერგეტიკის მენეჯმენტში. წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკის ფაკულტეტის ელექტრული ქსელების და სისტემების სპეციალობის სტუდენტების დიპლომის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს სტატიები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.332-333 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |