შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ქარჩხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ვანის რაიონი. 1945 წელს მუშაობა დაიწყო "საქენერგოს" აღმოსავლეთის ქსელების ქვესადგურ "ავლაბარში" მორიგე მონტიორის თანაშემწედ; 1947 წლიდან - თბილისის თეცში მთავარი მართვის ფარის მორიგე ელექტრიკოსი, ლაბორატორიის ოსტატი, ინჟინერი; 1954-1961წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე წარმოებისაგან მოუწყვეტლად; 1955-1963წწ. - "საქსოფლენერგოს იგოეთჰესის" დირექტორი; 1963-1965წწ. - "საქმთავარენერგოს" მარნეულის ელექტროქსელის მთავარი ინჟინერი; 1965-1980წწ. - "საქმთავარენერგოს გორის ელექტროქსელების" დირექტორის მოადგილე; 1980 წლიდან - "საქმთავარენერგოს" სოფლის ელექტროფიკაციისა და გამანაწილებელი ქსელების სამსახურის უფროსის მოადგილე. 1992 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ გარდაცვალებამდე მუშაობდა 35-100კვ გამანაწილებელი ქსელების სამსახურის წამყვან ინჟინრად. იყო რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სიგელი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. სხვადასხვა პერიოდში იყო კომკავშირის კომიტეტის მდივანი, პარტიული კომიტეტის მდივანი, პროფკავშირის თავმჯდომარე, სახალხო სასამართლოს მსაჯული. არჩეული იყო კასპის რაიონის მშრომელთა დეპუტატების იგოეთის სასოფლო საბჭოს დეპუტატად. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.334 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |