The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან მგელაძე

ამირან მგელაძე
Date of birth:22 October, 1946  (78 years)
Category:Engineer, Sailor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვან - სანავიგაციო ფაკულტეტი 1967 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (НВИМУ) 1991 წელს; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1997 წელს.

სწავლის პერიოდში საზღვაო - საცურაო პრაქტიკები სახელოვან აფროსან-იალქნიან ბარკ «ТОВАРИЩ»-ზე და ნოვოროსიისკის სანაოსნოს ტანკერ «БУХАРЕСТ»-ზე გაიარა; 1967 წელს, შტურმან გემთწამყვანის სპეციალობით სასწავლებლის დასრულებისთანავე ზღვაში პროფესიული საქმიანობა იმ დროს თვალსაჩინო კაპიტან იაკობ ჯინჭარაძის მეთაურობის ქვეშ მყოფი ახლად დაარსებული საქართველოს საზღვაო სანაოსნოს პირველი გემის, ტანკერ «АЛАГИР»-ის მატროსად დაიწყო და მალე ამავე გემზე გახდა კაპიტნის მესამე თანაშემწე; მომდევნო წლებში საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სხვადასხვა გემებზე ცურავდა კაპიტნის მეორე და უფროს თანაშემწედ, 1980 წელს კი თავად გახდა კაპიტანი და ტანკერ «НАДЕЖДА КУРЧЕНКО»-ს ეკიპაჟის მეთაურობა ჩაიბარა; კაპიტნად ცურავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებზე: «КАРЕЛИ», «ЭВЕНСК», «АЛЕКСЕЕВКА»-სა და «АЛЕКСАНДР КОРНЕЙЧУК»-ზე, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან კი ერთობლივი და უცხოური სანაოსნო კომპანიების: «ANGLO-GEORGIAN»-ის, «ABC MARITIME»-ს, «COLUMBIA SHIPMANAGEMENT»-ისა და «EASTWIND SHIPPING»-ის ტანკერების: «NINO-»ს, «VEKUA»-ს, «PARNAR»-ის, «LAKE LISI»-ს «BARENTS WIND»-ის, «KING GEORGE»-ისა და «ARAFURA WIND»-ის ეკიპაჟებს მეთაურობდა; 2011 წლიდან პროფესიულ საქმიანობას ნაპირზე, საჯარო სამსახურში განაგრძობს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრში; ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საზღვაო-საწვრთნელ ცენტრ "ეკვატორში". შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

Awards and Honors

  • 2002 - ღირსების ორდენი

Share: