The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიზო დოლიძე

გიზო დოლიძე
Date of birth:1 September, 1923
Date of death:21 March, 2007  (at 83 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Inventor, Public official, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მახარაძე (ახლანდელი ქ. ოზურგეთი).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელექროინჟინრის სპეციალობით 1951 წელს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის სექტემბერში გაიწვიეს მოქმედ არმიაში (406 მსროლელთა დივიზია); ომის დამთავრების შემდეგ, დემობილიზაციისთანავე, განაგრძო სწავლა ინსტიტუტში; 1952-1962 წწ. მუშაობდა "საქმთავარენერგოში" ინჟინრად და მთავარ ინჟინრად; ამ პერიოდში შესრულებული მისი ნაშრომების და გამოგონებების ციკლმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში ელექრული ქსელების ავტომატიზირებული დაცვის სისტემის შექმნის პროცესში; აღნიშნულ გამოგონებებზე გაიცა ოცამდე პატენტი და მათ საფუძველზე აწყობილი ზოგიერთი სისტემა საქართველოს ჰესებში უცვლელი სახით იყო ექსპლუატაციაში თითქმის 40 წლის მანძილზე; დისერტაციის დაცვის შემდეგ, 1962-1969 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში; ამ პერიოდში, მის მიერ დაარსებულ ლაბორატორიაში შემუშავდა ინფორმაციის კომპაქტურად ჩაწერის ახალი მეთოდები, რაც აისახა სამეცნიერო პუბლიკაციებსა და შესაბამისი პატენტებით დაცულ გამოგონებებში; 1969 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1972 წელს ამავე კომიტეტის თავმჯდომარედ; ამ პერიოდში მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით განხორცილდა რიგი ღონისძიებები. კერძოდ, დაიდო თანამშრომლობის ხელშკრულებები ჩეხოსლოვაკიის და პოლონეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან; გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოში მოწვეული იყვნენ ცნობილი მკვლევრები და სამეცნიეორო აქტიობების ორგანიზატორები. მათ შორის აშშ-დან ნობელის პრემიის ლაურეატი გლენ სიბორგი. შვედეთიდან ქვეყნის მეცნიერების სექტორის კურატორი, მეფე კარლოს XVI გუსტავი (შვედეთის მეფე 1973 წლიდან) და სხვ.; მკვეთრად გაიზარდა მიზნობრივ ასპირანტურაზე გამოყოფილი სახსრები, რამაც მრავალ ახალგაზრდა მეცნიერს მისცა კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ; განახლდა და გაფართოვდა საქართველოს სახალხო მეურნების მიღწევათა გამოფენა, რაც აღინიშნა გამოფენის სპეციალური მედლით; 1974 წელს დაბრუნდა კიბერნეტიკის ინსტიტუტში, სადაც 1982 წლის ბოლომდე აგრძელებდა მუშაობას მის მიერ დაარსებული ლაბორატორიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე; 1983 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საკავშირო (1991 წლიდან საქართველოს), მრეწველობის სამინისტროს მცირე სიმძლავრეთა ელექტროძრავების სამეცნიერო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომლად; სხვადასხვა დროს, ხელმძღვანელობდა მსხვილ სამეცნიერო პროექტებს; ჩართული იყო მრავალი სამეცნიერო კვლევის შეფასების პროცესში, როგორც თემატური კომისიების თავმჯდომარე და წევრი, ოფიციალური რეცენზენტი და ოპონენტი; მისი ხელმძღვანელობით ორგანიზებული იყო საკავშირო მაშტაბის არა ერთი კონფერენცია მეცნიერების და ტექნოლოგიების აქტუალურ პრობლემებზე; მონაწილეობდა საერთშორისო ფორუმების მუშაობაში. მათ შორის 1970 წელს იაპონიაში გამართულ მიღწევათა მსოფლიო გამოფენაში "ექსპო 70", სადაც ხელმძღვანელობდა ქართველი დელეგატების ჯგუფსპ; იყო 70-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის და, ოფიციალური პატენტით აღიარებული, 40-მდე გამოგონების ავტორი; აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. კერძოდ, იყო არაერთი სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი; ათეული წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტებზე; მრავალჯერ იყო აქ შესრულებული სადიპლომო ნაშრომების შემფასებელი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე. მიღებული აქვს მთავრობის საპატიო სიგელები, 1941-1945 წწ. მეორე მსოფლიო ომში მონაწილებისთვის არმიის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად გამოშვებული მედლები.

წყარო: მეცნიერი და პედაგოგი : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2003. - 28 ოქტომბერი. - N290 (4669). - 6გვ.  

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, პირველი საპატიო წევრი (2003-2007)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
    ენერგეტიკაში ავტომატური მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დამუშავება-დანერგვასა და ახალი სამედიცინო დანადგარების შექმნაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისთვის
  • 1985 - სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
    1941-1945 წწ. მეორე მსოფლიო ომში მოქმედ არმიაში სამსახურისთვის
  • 1975 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
    1941-1945 წწ. მეორე მსოფლიო ომში მოქმედ არმიაში სამსახურისთვის
  • შრომის ვეტერანის მედალი
  • საქართველოს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მედალი
    საქართველოს სახალხო მეურნების მიღწევათა გამოფენის განახლებისა და გაფართოებისთვის

Share: