The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ღვამიჩავა

თამარ ღვამიჩავა
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1981  (43 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2003 წელს. მიღებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2008-2009წწ. მონაწილეობდა სახელმწიფო უწყებებში მომუშავე საჯარო მოხელეების გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამართულ ტრენერთა საკვალიფიკაციო სემინარში, ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში; 2010-2011წწ. სწავლობდა PHD დოქტორანტურის საფეხურზე Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამით ბულგარეთში, რუსეს უნივერსიტეტში; 2017 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (სამართლის დოქტორი); 2011 წელს გაიარა სწავლების მეთოდიკის მასტერკლასი - ამერიკული სამართლის გაცნობა სტუდენტებისთვის; 2013-2015წწ. გაიარა თანამედროვე სწავლების მეთოდების, კაზუსების ამოხსნის მეთოდების, ადმინისტრაციულ სამართალში კაზუსის განხილვის გერმანული მეთოდის კურსები. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი კურსი და ტრენინგი. 

2002 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იყო იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საფუძვლების კათედრის ლაბორანტი, 2003 წლიდან - ადმინისტრაციული სამართლისა და პროცესის კათედრის ლაბორანტი; 2004-2005წწ. მუშაობდა თბილისის იურიდიულ ინსტიტუტში; 2005 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2023 წლიდან იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ტრენერი ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით; 2024 წლიდან მოწვეული ტრენერი იუსტიციის სასწავლო ცენტრში. 2006 წლიდან საქმიანობს სამეცნიერო სფეროში, გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი; 2020-2024წწ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი; 2021-2024წწ. – იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი; 2024 წლიდან – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: mes.gov.ge


გააზიარე: