| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ღვამიჩავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. 2002 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იყო იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საფუძვლების კათედრის ლაბორანტი, 2003 წლიდან - ადმინისტრაციული სამართლისა და პროცესის კათედრის ლაბორანტი; 2004-2005წწ. მუშაობდა თბილისის იურიდიულ ინსტიტუტში; 2005 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2023 წლიდან იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ტრენერი ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით; 2024 წლიდან მოწვეული ტრენერი იუსტიციის სასწავლო ცენტრში. 2006 წლიდან საქმიანობს სამეცნიერო სფეროში, გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი; 2020-2024წწ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი; 2021-2024წწ. – იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი; 2024 წლიდან – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე. წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: mes.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

