The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ღვინეფაძე

დავით ღვინეფაძე
Date of birth:1937  (88 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს.

1960-1961წწ. მუშაობდა ინსტიტუტ "საქენერგოპროექტში" (1963 წლიდან ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" საქართველოს განყოფილება) ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1964-1971წწ. - "საქენერგოს" სარელეო დაცვისა და სისტემური ავტომატიკის ცენტრალური სამსახურის უფროსი ინჟინერი, ჯგუფის ხელმძღვანელი, სექტორის უფროსი; 1971-1972წწ. - ამიერკავკასიის ენერგოსისტემების გაერთიანებული სადისპეტჩეროს სამმართველოს სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სამსახურის უფროსი; 1972-1988წწ. - ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" საქართველოს განყოფილება, განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1988-1996წწ. - ტრესტი "კავკასელექტროქსელმშენი", მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1996-2000წწ. - საზოგადოება "სოჭიელექტროქსელმშენის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 2002-2004წწ. - სს "ელექტროგადაცემის" ტექნიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2005 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სამსახურებსა და დეპარტამენტებში მთავარი სპეციალისტი, სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი. ხელმძღვანელობდა რთული ენერგოობიექტების დაპროექტებას, ძირითადად საქართველოს ფარგლებში. მათ შორის, ენგურჰესი-ცენტრალნაიას, ქსანი-აზსრესის სისტემათაშორისი 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საქართველოს უბნები; თბილისი-სამხრეთ საქართველო-ზესტაფონი, ენგურჰესი-სოხუმის 500 კვ ძაბვის, ზესტაფონი-ახალციხის 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები მთიანი აჭარის, სვანეთის, აფხაზეთის სვანეთის, თუშეთის, სამაჩაბლოს, ქვემო ქართლის რაიონებსა და სოფლებში. 2011 წლიდან მუშაობა დაიწყო სს "საქრუსენერგოში". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.346-347

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: