Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილიკო მამულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ფოცხო, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1915 წელს. 1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა (ბოლშევიკური) პარტიის წევრი. მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში. პირველი მსოფლიო ომის წლებში გაწვეული იყო ჯარში, მსახურობდა ექიმად. დემობილიზაციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში, საიდანაც მალე დაითხოვეს. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა ფოსტა-ტელეგრაფის კომისრად, შემდეგ სხვადასხვა დროს იყო თბილისის აღმასკომის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე, რესპუბლიკის ჯანდაცვის სახალხო კომისრის მოადგილე და საკურორტო სამმართველოს უფროსი. 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს და "მემარჯვენე ორგანიზაციის" წევრობის ბრალდებით დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1957 წელს. ქართველი ბოლშევიკი პოლიტიკოსი, ჯანმრთელობის დაცვის საქმის ორგანიზატორი, დერმატოლოგი, ვენეროლოგი. წყარო: ...და რომ გახსოვდეს : 1921-1953 წ.წ. საბჭოთა ხელისუფლების მიერ საქართველოში პოლიტიკური მოტივით რეპრესირებული სამედიცინო მუშაკები / ავთანდილ ქურხული.- თბილისი, 2004. -გვ. 172 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |