შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოდერძი ყიასაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თოხლიაური, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სამრეწველო თბოენერგეტიკის სპეციალობით 1962 წელს. მუშაობდა ქ. რუსთავის გაზისა და თბომეურნეობის ტრესტში მთავარ მექანიკოსად, ავარიული სამსახურის უფროსად და მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1963-1980წწ. - თბილსრესში ტურბინის საამქროს ცვლის უფროსი, ბლოკის მორიგე ინჟინერი, ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, თბოდანადგარების გამართვის და ავტომატიკის სამსახურის უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე. მონაწილეობდა რვა ენერგობლოკის გაშვებაში, მათ გამართვა-ათვისებაში. 1978-1979წწ. - გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის ქარხნის დირექტორი; 1980-1996წწ. - "საქმთავარენერგოში" (1993 წლიდან - დეპარტამენტ "საქენერგოში") სამსახურის უფროსი, ტექნიკური განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე, ტექნიკური სამმართველოს უფროსი. ერთი წლით მივლინებით მუშაობდა ტყვარჩელსრესის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად; 1996-2005წწ. - სსიპ "ენერგოგენერაციის" ტექნიკური სამმართვცელოს უფროსი. მონაწილეობდა საქართველოს ენერგეტიკის განვითარებისა და სტრატეგიის პროგრამების დამუშავებაში, ორი ენერგობლოკის (თითოეული 300 მვტ) გაშვებასა და გამართვა-ათვისებაში. 1980-1985წწ. - საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს თბოსადგურების ექსპლუატაციის საკითხებზე. 1996-2001წწ. - "თბილსრესის" მეთვალყურეთა საბჭოს თავმჯდომარე; 2005-2010წწ. თბილსრესში მთავარი სპეციალიტი და კონსულტანტი. არის რამდენიმე გამოგონების ავტორი, რომელიც დაინერგა თბილსრესში, ტყვარჩელსრესში, ენგურჰესში, რუსეთის ენერგეტიკულ ქარხნებში. საქპატენტის მიერ 2006 წლის 15 მარტს (N4129) გაცემულია საავტორო უფლება "მბრუნავი ოთხტაქტიანი როტორ-დგუშიანი შიდაწვის ძრავა". 1992-2002წწ. გაიარა სტაჟირება აშშ-ში, ირლანდიაში, პოლონეთში, ლიტვაში, თურქეთში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის, სამკერდე ნიშანი "გოელროს 60 წლისთავი", ქ. თბილისის მერის საპატიო სიგელი, დარგობრივი პროფკავშირის საპატიო სიგელი და სხვა. არის წიგნის "საქართველოს ელექტროენერგეტიკის ისტორიის" თანაავტორი, რომელიც მოიცავს ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგეტიკის განვითარების 100 წელზე მეტ პერიოდს (1889-1999წწ.). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.355 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |