The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ერემია სვანაძე

ერემია სვანაძე
Date of birth:30 May, 1932
Date of death:10 June, 2012  (at 80 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობიო ფაკულტეტი 1956 წელს. 

1956 წელს იგი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასში ჩაირიცხა და დაიწყო მოღვაწეობა სცენაზე. მის მიერ განსახიერებულ როლებს შორის არის: ერეკლე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), აბესალო (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), იაზონი (ლ. სანიკიძის "მედეა"), კასიო (შექსპირის "ოტელო"), სიმონიკა (დ. კვიცარიძის "გამარჯობა ჩემო ქალაქო"), ზვიად სპასალარი (კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა"), ელიზბარი (ა. ჩხაიძის "თავისუფალი თემა"), ადიკო (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ლიმონა (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), გამომძიებელი (რ. მიშველაძის "ჩემი ქუთაისი") და სხვა. გადაღებულია რამდენიმე ქართულ მხატვრულ ფილმში: "საბუდარელი ჭაბუკი" (რეჟ.: შ. მანაგაძე, 1957), "პიერი, მილიციის თანამშრომელი" (რეჟ.: დ. რონდელი, 1965), "მოიტაცეს თამარ ქალი" (რეჟ.: ლ. გორდელაძე, 1971); 2009-2010 წლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის შენობის წინ საზეიმოდ გაიხსნა ერემია სვანაძის სახელობითი ვარსკვლავი. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: "ივერიელი": dspace.nplg.gov.ge; ქუთაისის მესხიშვილის თეატრის ოფიციალური გვერდი: facebook.com; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.58

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • ლადო მესხიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი
  • ქუთაისის საპატიო მოქალაქე

Share: