Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეო შერვაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პარიზი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის სატრანსპორტო ინსტიტუტი 1945 წელს. 1948-1951წწ. იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის (ახლანდ. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი) ასპირანტი. დაიბადა იმხანად პარიზში მცხოვრები აფხაზი თავადის ოჯახში 1910 წელს. 1951 წლიდან იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი. 1957-1974წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის ენის, ლიტერატურის და ისტორიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ანთროპოლოგიისა და ხელოვნების განყოფილების გამგედ. მისი სამეცნიერო კვლევის სფერო იყო ანტიკური და შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნება - ხელნაწერთა შემკულობა, მონუმენტური მხატვრობის ძეგლები, ქართული და აფხაზური ხელოვნება. მრავალი წელი მიუძღვნა ძველი ქალაქების - დიოსკურიისა და სებასტოპოლისის ნაშთების შესწავლას, მ. შ., არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას შავ ზღვაში. მუშაობდა აფხაზი და ქართველი წარჩინებულ გვარების გერბების მოძიება-აღდგენის საკითხებზე, შარვაშიძეთა გენეალოგიაზე. თავადაც ხატავდა, გამოფენებში მონაწილეობდა 1932 წლიდან. იყო არაერთი წიგნის ილუსტრატორი. შერვაშიძის ნამუშევრები დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, სოხუმის დ. გულიას სახელობის მუზეუმში. ანდერძის თანახმად დაკრძალულია სოხუმში. ხელოვნების ისტორიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. წყარო: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი: gch-centre.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |