The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ყლატეიშვილი

Date of birth:15 September, 1952  (72 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1975 წელს.

მუშაობა დაიწყო "საქმთავარენერგოს ენერგოზედამხედველობაში" ინჟინერ-ინსპექტორად. 1999 წლამდე მუშაობდა ამ ორგანიზაციაში ელექტროენერგიის განაწილებისა და კონტროლის განყოფილების უფროს ინჟინრად, განყოფილების უფროსის მოადგილედ, განყოფილების უფროსად. 1999 წლიდან - საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანგარიშების განყოფილების მთავარი სპეციალისტი. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები: სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს საკავშირო ინსტიტუტში (ლენინგრადი, 1985 და 1987წწ.), თურქეთის რესპუბლიკაში ინტერნაციონალური საერთაშორისო კურსები (ქ. ანკარა, 2005 წელს). 2005 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მრჩველი ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებში. დაჯილდოებულია ქების სიგელებით, ფულადი პრემიებით, სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს "დამკვრელის" მედლით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.359


Share: