Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ხარიტონაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვეჯინი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1971 წელს; ასპირანტურა ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის სპეციალობით 1975 წელს. 1973 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პსოფესორი; 1980 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება; 2006 წლიდან არის თსუ-ს ასოცირებულ პროფესორი; 2009-2014წწ. თსუ- ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის პრინციპების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2014 წლიდან საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი; სხვადასხვა წლებში ასწავლიდა თბილისის, საგარეჯოს, გურჯაანის და ახალციხის 22 უმაღლეს სასწავლებლში, იყო თბილისის ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, თსუ-ს საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის გამგის მოადგილე, თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის კათედრის გამგის მოადგილე, თსუ - ს მესხეთის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კათედრის გამგე, იმავე ფილიალის დაუსწრებელი სექტორის კურატორი. გამოქვეყნებული აქვს: 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, რუსულ, ინგლისურ, სპარსულ, თურქულ, პოლონურ ენებზე, მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები. მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი. წყარო: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდი: old.tsu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |