Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იული შტაერმანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოგილიოვ-პოდოლსკი, უკრაინა. დაამთავრა ქ. ციურიხის (შვეიცარია) ფედერალური უმაღლესი ტექნიკური სკოლა 1916 წელს; კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1920 წელს. საინჟინრო საქმიანობა დაიწყო ქ. სევასტოპოლში. 1921 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში და მონაწილეობდა ზაჰესის დაგეგმარებასა და მშენებლობაში. 1928 წლიდან მუშაობდა ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე, კითხულობდა ლექციებს თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პირველმა დაამუშავა და დანერგა წარმოებაში გადახურვის ახალი კონსტრუქცია. 1954 წელს დაიბეჭდა ნაშრომი ამ კონსტრუქციის მშენებლობაში დანერგვის გამოცედილების შესახებ; 1955 წელს შემუშავდა მისი წარმოებაში გამოყენების ნორმატიული მითითებების პროექტი; 1958 წელს გამოიცა მისი ნაშრომი "დაანკერებული წინასწარ დაძაბული კაშხლები"; 1958-1965წწ. ინტენსიურად მუშაობდა ცემენტის ვიბროაქტივირებისა და ბეტონის კომპლექსური ვიბროდამუშავების საკითხებზე. წლების განმავლობაში, ხელმძღვანელობდა ბეტონისა და რკინაბეტონის განყოფილებას. მისი ხელმძღვნელობით დაცული იქნა მთელი რიგი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. კონსულტაციას უწევდა აზერბაიჯანის სპეციალისტებს. გამოაქვეყნა 150 სამეცნიერო ნაშრომი რესპუბლიკურ და საკავშირო გამოცემებში. წლების განმავლობაში იყო საკავშირო ჟურნალ "ჰიდროტექნიკური მშენებლობის" რეცენზენტი და კონსულტანტი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ელექტრომრეწველობის საკავშირო სამეცნიერო ტექნიკურ საზოგადოების მუშაობაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1943), პროფესორი (1932). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.374 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |