Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლია ბოკუჩავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიების ფაკუტეტი 1958 წელს; ასპირანტურა 1963 წელს. 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში ანალიზური ქიმიის კათედრაზე. მისი მონაწილეობით კათედრაზე შეიქმნა და დაინერგა ახალი ლაბორატორიული სამუშაოები, მისივე ავტორობით გამოიცა ანალიზური ქიმიის სახელმძღვანელო. 2000-2001წწ. პირველად საქართველოში სტუ-ში მიიღეს სტუდენტები ახალი სპეციალობის მიმართულებით "სამკურნალო კოსმეტიკური საშუალებების ტექნოლოგია", რისთვისაც ლ. ბოკუჩავამ მოამზადა და გამოსცა სახელმძღვანელოები; მისი კვლევის ძირითადი მეცნიერული მიმართულება იყო საქართველოს ბუნებრივი რესურსების - მინერალური, მათ შორის თერმული წყლების, სამკურნალო ტალახების, ბენტონიტური თიხების, ცეოლიტების, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების შესწავლა სამკურნალო-პროფილაქტიკური და სხვა სამეურნეო დანიშნულების მიზნით. ლ. ბოკუჩავამ აღადგინა ძველი სამკურნალო საშუალებები და შექმნა ახალი რეცეპტურა. 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის (მათ შორის პატენტის) ავტორი. 1994-1995წწ. მიენიჭა წლის საერთაშორისო ქალის წოდება. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (საკანდიტატო დისერტაცია დაიცვა 1965 წელს). წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.166-167 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |