The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ღაზაროს აღაიანი

ღაზაროს აღაიანი
Date of birth:16 April, 1840
Date of death:3 July, 1911  (at 71 years)
Burial location:ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Writer, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბოლნისი, ახლანდელი ბოლნისის რაიონი. 

სწავლობდა თბილისში, ნერსესის სემინარიაში.

1867 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას საქართველოსა და სომხეთში. ავტორია ლირიკული ლექსებისა, პოემებისა ("ტორქ ანგეღი", 1888), საბავშვო ზღაპრებისა ("ბებია გულნაზის ზღაპრები", 1904). ღაზაროს აღაიანმა რომანში "ორი და" (1872) ასახა XIX საუკუნის 60-70-იანი წლების სომხური სოფლის ცხოვრება, ძველი მეურნეობის რღვევა, გლეხობის გაღატაკება და ბობოლების მომძლავრება. მემუარულ თხზულებებში "ჩემი ცხოვრების მთავარი ამბები" (ცალკე გამოცემა 1893) და "არათუნი და მანველი" (1867) გამოხატულია მწერლის მოწინავე შეხედულებანი. თარგმნიდა ა. პუშკინისა და ი. კრილოვის ნაწარმოებებს. იბრძოდა განათლების დემოკრატიზაციისათვის, მოითხოვდა სკოლის განთავისუფლებას სამღვდელოების გავლენისაგან. იყო კ. უშინსკის მიმდევარი, იცავდა აღზრდის ხალხურობის პრინციპს. ავტორია სომხური ენის სახელმძღვანელოებისა და პედაგოგიური სტატიებისა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელი ბოლნისში ღაზაროს აღაიანის სახლ-მუზეუმში, ყოველწლიურად ტარდება საიუბილეო ღონისძიება, რომელიც ღაზაროს აღაიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. გარდაიცვალა თბილისში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2.-თბ., 1977. - გვ.46; ღაზაროს აღაიანი // ოქტომბრელი. - თბილისი, 1940. - N10. - გვ.12-13

Bibliography

  • Հէքիաթներ : 5 պատկերով / Ղ. Աղայեանց ; Հրատարակութիւն «Ստ. Լիսիցեան եւ ընկ.» ընկերութեան (Author). - Թիֆլիզ, «Հերմէս», 1904. - 38გვ.
  • Ուսումն մայրենի լեզուի : առաջին գիրք : Այբբենարան / Ղ. Աղայեանց ; Հրատարակութփիւն Ն. Տ. Ղեւոնդեանի (Author). - Թիֆլիս, Մովսես Վարդանյանի, 1895. - 80გვ.
  • Արութիւն եւ Մանուէլ : Ազգային վէպ : Հատոր Գ / Աշխատասիրութիւն Ղազարու Աղայեանց (Author). - Թիֆլիս, Մովսես Վարդանեանցի, 1893. - 76გვ.
  • Արեգնազան կամ կախարդական աշխարհ : Հայկ. հին զրոյցն. առած մի վեպիկ / Ղ. Աղայան. (Author). - Թիֆլիս, ովհ. Մարտիրոսյանցի, 1887. - 56გვ.

Share: