The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ხსარ გასიევი

ხსარ გასიევი
Date of birth:13 May, 1929
Date of death:2020  (at 90 years)
Burial location:ქ. მოსკოვი
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა ცხინვალის სამხატვრო სასწავლებელი 1950 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემია 1957 წელს (ხელმძღვანელები - ვასილ შუხაევი და აპოლონ ქუთათელაძე). 

მშობლები რეპრესირებული იყვნენ 1938 წელს, მამა დაუხვრიტეს. 1957 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1964 წელს ჩააბარა მოსკოვის სამხატვრო ინსტიტუტის ასპირანტურაში, თუმცა მეორე წელს თავი მიანება სწავლას. 1968 წელს ცხინვალში მოეწყო პირველი პერსონალური გამოფენა. მის შემოქმედებაში მეტყველ ფერწერულობასთან შერწყმულია გროტესკულ-მეტაფორული ელემენტები. მნიშვნელოვან ნამუშევართა შორისაა: "წყურვილი" (1961), "შუადღე" (1966), "ზღაპარი" (1972), "დღესასწაული" (1981), "მოსავლის ზეიმი" (1984), "შემოდგომა" (1988), ყველა მხატვრის კუთვნილება და სხვ. სამხრეთ ოსეთის სახალხო მხატვარი (2009). 

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია:ტომი 1, ა - გილდია.-თბ.,1997.-გვ.564

Member of Organizations

  • სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1961-)

Awards and Honors

  • 1980 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: