The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ ჩირგაძე

ავთანდილ ჩირგაძე
Date of birth:1938
Date of death:2002  (at 64 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1962 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში ოსტატად ელექტრული მანქანების საამქროში, შემდეგ საამქროს ინჟინრად, ინჟინერ-ტექნოლოგად, I კატეგორიის ინჟინერ-ტექნოლოგად, მთავარ სპეცილისტად ენერგეტიკის დარგში; 1976 წლიდან - "ელმავალმშენებლის" მთავარი ენერგეტიკოსი; 1989 წლიდან - მთავარი ტექნოლოგიური ბიუროს უფროსი. მისი თაოსნობით ქარხანაში შემუშავდა ენერგორესურსების დაზოგვის პროგრამა, გათვლილი 5 წელზე. ეს გამოცდილება გავრცელდა სხვა მსგავს ქარხნებში საკავშირო მასშტაბით. მარტო თბილისის "ელმავალმშენებელში" აღნიშნული პროგრამის განხორციელების შედეგად დაზოგილ იქნა არაერთი მილიონი კვტ. სთ ელეტროენერგია. მთავარმა ტექნოლოგიურმა ბიურომ მისი ხელმძღვანელობით გააფართოვა საქმიანობის არეალი და მოიპოვა ადგილობრივ და უცხოელ დამკვეთთა მყარი ნდობა, რამაც ქარხანა უფრო დიდ მასშტაბებზე, მათ შორის, ყოფილ საბჭოთა კავშირის საზღვრების გარეთაც გაიყვანა, შესაბამისი ეკონომიკური შედეგებით. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.380


Share: